ჯინსების ამერიკულმა მწარმოებელმა Levi Strauss & Co.–მ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება გააორმაგა, მაგრამ გააუარესა წლიური შემოსავლის პროგნოზი.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა შემოსავალმა 25 აგვისტოს დასრულებული სამი თვის განმავლობაში შეადგინა 20,7 მილიონი აშშ დოლარი, ან 5 ცენტი თითო აქციაზე, 9,6 მილიონი აშშ დოლართან ან 2 ცენტთან შედარებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე 28–დან 33 ცენტამდე გაიზარდა. შემოსავალი გაიზარდა 0,4%-ით და 1,517 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის 1,511 მილიარდი დოლარიდან. ვალუტის კურსის ცვლილების გარეშე, ის 2%-ით გაიზარდა.

FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა შეაფასეს კორექტირებული მოგება საშუალოდ 31 ცენტი აქციაზე 1,55 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

Levi's–ის ბრენდის შემოსავალი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გასულ კვარტალში 1%-ით შემცირდა, ევროპაში 6%-ით გაიზარდა, აზიაში კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. კომპანიის სხვა ბრენდების გაყიდვიდან შემოსავალი შემცირდა 7%-ით, მათ შორის Dockers-ის 15%-ით. განცხადებაში ნათქვამია, რომ Levi's-მა დაიწყო Dockers-ისთვის სტრატეგიული ალტერნატივების შესწავლა, მათ შორის ბრენდის გაყიდვის შესაძლებლობის ჩათვლით.

გასულ კვარტალში კომპანიამ აქციონერებს დაუბრუნა დაახლოებით 69 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის 52 მილიონი დოლარი დივიდენდის გადახდის გზით და 18 დოლარი აქციების გამოსყიდვის გზით.

Levi's-მა კვარტალური დივიდენდი აქციაზე 13 ცენტი დაადგინა. მათი გადახდა 14 ნოემბერს მოხდება, აქციონერთა რეესტრი კი 29 ოქტომბერს დაიხურება.

კომპანიამ შეამცირა პროგნოზი მიმდინარე ფისკალური წლისთვის და ახლა ელოდება შემოსავლების ზრდას დაახლოებით 1%-ით, მაშინ როცა ადრე ელოდა 1-3%-ით ზრდას. ამავდროულად, კორექტირებული მოგება კვლავ პროგნოზირებულია აქციაზე $1,17-1,27 დიაპაზონში. ექსპერტები პროგნოზირებენ მოგებას საშუალოდ $1,25–ის დონეზე.

Levi's-ის აქციების ფასები 10.9%-ით დაეცა ოთხშაბათს სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობაში, მოგების გამოქვეყნების შემდეგ. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 10,6%-ით (8,4 მილიარდ დოლარამდე), ხოლო S&P 500 საფონდო ინდექსმა 3,1% დაამატა.

interfax