იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ლეონარდო ბონუჩი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების (U20) მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, – იტყობინება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

37 წლის ბონუჩიმ, რომელმაც 2023-24 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა, გაიარა სასწავლო კურსი უეფა-ს B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა მისი პირველი გამოცდილება იქნება მწვრთნელის რანგში.

კარიერის განმავლობაში ბონუჩიმ 121 მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებში, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

1tv.ge