დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Lego-მ განაცხადა, რომ თემატური პარკების ოპერატორ Merlin Entertainments-ისგან 29 გასართობ ცენტრს 200 მილიონ ფუნტ სტერლინგად (270 მილიონი აშშ დოლარი) შეიძენს.
მხარეთა ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, LEGO Discovery–ს ცენტრები ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს. ისინი აერთიანებს LEGO-ს სათამაშო მოედნებს, შემოქმედებით სახელოსნოებსა და საცალო მაღაზიებს.
შეძენილი ცენტრებიდან 15 ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს, 7 ევროპაში, ხოლო კიდევ 7 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (ჩინეთი, იაპონია და ავსტრალია).
Merlin–ი, რომელიც ასევე მართავს Madame Tussauds–ის ცვილის ფიგურების მუზეუმებს და ეშმაკის ბორბალს London Eye–ს, Legoland–ის 11 თემატური პარკის ოპერატორად დარჩება.