ევროპული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული შემოსავლების მკვეთრი შემცირების ფონზე, "Газпром"-ი, თავის სტრუქტურაში, ათეულობით კომპანიის ლიკვიდაციას და გასხვისებას ახორციელებს - წერს რუსული პრესაზე დაყრდნობით საერთაშორისო ეკონომიკური მიმომხვილველი გოგიტა სურამელაშვილი.

მისი განმარტებით, 2025 წლის ივნისში, დასრულდა არაკომერციული პარტნიორობის "Газпром на Байкале" (ირკუტსკი) ლიკვიდაცია და დაიწყო არაკომერციული პარტნიორობის "Газпром в Оренбуржье" ლიკვიდაციის პროცესი.

"ეს ორგანიზაციები აერთიანებს "Газпром"-ის კომპანიებს და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს შესაბამის რეგიონებში (წარმოება, გეოლოგიური ძიება, მშენებლობა, ფინანსური და გაყიდვების ორგანიზაციები). ამ პარტნიორობების მიზნებს წარმოადგენდა ერთიანი კორპორატიული იმიჯის პოლიტიკის განხორციელება და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან ურთიერთქმედება.ასევე, ა.წ. აგვისტოში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის დახმარების ფონდის "Газпром стимул"-ის ლიკვიდაციის შესახებ.ამ ზაფხულს, დაიწყო შპს "Газпром межрегионгаз Север"-ის და სააქციო საზოგადოება "Газпром газораспределение Север"-ის შერწყმა "Газпром межрегионгаз" ჯგუფთან. "Газпром межрегионгаз" ჯგუფი, შეიქმნა მიწოდებული საწვავის სანაცვლოდ გადახდებზე კონტროლის გასაძლიერებლად.უქმდება "Газпром межрегионгаз"-ის შვილობილი კომპანია, სააქციო საზოგადოება "Оптима". ეს სტრუქტურა მართავდა გაზის გამანაწილებელ აქტივებს ურალში. კერძოდ, "Оптима"-ს ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოება "Челябинскгоргаз"-ის 99,61% და სააქციო საზოგადოება "Сибирьгазсервис"-ის 4,5%.სააქციო საზოგადოება "Газпром теплоэнерго"-ს უერთდება შპს "Газпром теплоэнерго Вологда" და სააქციო საზოგადოება "Газпром теплоэнерго Самара".ა.წ. სექტემბერში, "Газпром теплоэнерго"-მ გაასხვისა შპს "Газпром теплоэнерго Воронеж"-ის 100%. ასევე გასაყიდად გამოტანილია შპს "Газпром теплоэнерго Иваново" და შპს "Газпром теплоэнерго Ярославль".ასევე უქმდება "Газпром недра" ჯგუფის წევრი, შპს "ССЕ Лимитед"-ი და შპს "Недра развитие", რომელიც შეიქმნა ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მიზნით). აგრეთვე უქმდება "Газпром добыча Оренбург" ჯგუფის წევრი, შპს "Газ - Ойл Трейдинг"-ი," - წერს ანალიტიკოსი.