ფილმ „ოპენჰაიმერის“ ტრიუმფისა და ჯილდოების შემდეგ, კრისტოფერ ნოლანი ბერძნულ პოეზიაში ჩაეფლობა და ჰომეროსის „ოდისეას“ კინოადაპტაციას გადაიღებს. ამის შესახებ Universal Pictures-მა განაცხადა.

„ოდისეაში“ მთავარ როლებს მეთ დეიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთევეი, ზენდაია, რობერტ პატინსონი, შარლიზ ტერონი და ლუპიტა ნიონგო ითამაშებენ.

გადაღებები დაიწყება 2025 წლის დასაწყისში და ჩატარდება მთელ მსოფლიოში IMAX ტექნოლოგიის გამოყენებით. პრემიერა 2026 წლის შუაშია დაგეგმილი.

ევრონიუსი