ტურისტებისთვის 100 საუკეთესო ქალაქს შორის ყველაზე სუფთა პოლონეთშია - ეს არის კრაკოვი. ამას მოწმობს კომპანია Radical Storage-ის რეიტინგი, რომელიც შედგენილია ტურისტების 70 000-ზე მეტი ონლაინ გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე.

კრაკოვში ჩასული ტურისტების 98.5% კმაყოფილია ქალაქის წესრიგით და მოვლილობით, ქუჩებში ნაგვის არარსებობით და მოსახერხებელი საზოგადოებრივი სივრცეებით.

მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის – რეიტინგის შემდგენლების ვარაუდით, კრაკოვის უნაკლო რეპუტაციაზე გავლენა მოახდინა ქალაქისთვის მაღალმა შეფასებებმა თავად მისი მცხოვრებლებისგან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ქალაქების კეთილდღეობას - ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებიდან დაწყებული საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობით დამთავრებული.

ვრცლად euro-pulse – ზე