გაეროს კლიმატის სამიტზე რომის პაპმა ლეო XVI-მ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაბედული ნაბიჯები გადადგან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რადგან ის საფრთხეს უქმნის პლანეტას.

COP30-სამიტზე ისაუბრეს იმ ქვეყნების ლიდერებმაც, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ებრძვიან სტიქიურ უბედურებებს. მათ განვითარებად ქვეყნებს ასევე მოუწოდეს უფრო მტკიცე ნაბიჯებისკენ, რათა 2015 წელს ხელმოწერილი “პარიზის ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ გლობალურ დათბობაზე რეაგირებას და რომ ღვთის ქმნილება „წყალდიდობების, გვალვების, ქარიშხლებისა და დაუნდობელი სიცხის ფორმით ტირის“.

“ყოველი მესმაე ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების გამო. მათთვის კლიმატის ცვლილება შორეული საფრთხე არ არის, მათი დაიგნორება კი ჩვენი საერთო ადამიანობის უარყოფას ნიშნავს”, - განაცხადა რომის პაპმა.

ლეო XVI-მ ბრაზილიაში, ბელემში შეკრებილ რელიგიურ ლიდერებს აუხსნა, რომ ქვეყნებმა ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. პაპმა ისიც აღნიშნა, რომ პარიზის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად დრო იწურება, ქვეყნის ლიდერებს კი ღვთისგან აქვთ მოწოდება, პლანეტის დასაცავად პოლიტიკური ნება გამონახონ.