კიევში საზოგადოებრივ ადგილებში რუსული სიმღერების ჩართვა აიკრძალა. გადაწყვეტილებას მხარი 120-დან 71-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ დედაქალაქში რუსულენოვანი სიმღერები, კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები აკრძალეს. ინფორმაცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნდა.
საკრებულოს განათლებისა და მეცნიერების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ ვასილჩუკის თქმით, „აუცილებელია საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ შეიზღუდოს რუსულენოვანი კულტურული პროდუქტი უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიაზე."
საუბარია შემდეგ პროდუქტებზე: წიგნები, ხელოვნების ალბომები, აუდიოვიზუალური ნამუშევრები, მუსიკალური აუდიოჩანაწერები, ხელნაკეთი ნივთები, თეატრალური და ცირკის წარმოდგენები, კონცერტები, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება.