ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ხვალ, წევრ ქვეყნებს წერილის მეშვეობით ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ. ჩვენ თავდაცვის სფეროში მასიური ზრდა გვჭირდება, ეს ეჭვგარეშეა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპას ხანგრძლივი მშვიდობა სურს.

„ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს და ძალა საკუთარი თავის გაძლიერებით იწყება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ipn.ge