"ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, რომ ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, მისი თქმით ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდმა კომპანიამ, მათ შორის OpenAI-მ, Alphabet-მა და Meta Platforms-მა ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღეს რათა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ.
”ეს ვალდებულებები პერსპექტიული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი ერთად. ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ტექნოლოგიურ ცვლილებას მომდევნო 10 წელიწადში, ან თუნდაც მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ვიდრე ვნახეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეს იყო გასაოცარი აღმოჩენა ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვათ,” - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
დაპირებებს შორის არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნის ვალდებულება. კომპანიებმა ასევე პირობა დადეს, რომ ფოკუსირება მოახდენენ მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას და იმის უზრუნველყოფას, რომ ტექნოლოგია არ იქნება მიკერძოებული და არ გამოიყენება დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციისთვის. ასევე, კომპანიების პირობაა, რომ ახალი სისტემების გამოშვებამდე მათი დეტალური შემოწმება მოხდება.