კანადის ხელისუფლება აწესებს 25%-იან ტარიფებს შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო შეთანხმება - USMCA-ს არ მოიცავს.

როგორც ABC.AZ იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.

„დღეს ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა უპასუხებს ამერიკულ ტარიფებს ისევე, როგორც შეერთებული შტატები და დააწესებს 25 პროცენტიან ტარიფს აშშ-დან იმპორტირებულ ყველა მანქანაზე, რომელიც არ ექვემდებარება CUSMA-ს (კანადური სახელწოდება USMCA, სამმხრივი შეთანხმება შეერთებულ შტატებს, მექსიკასა და კანადას შორის)“, - თქვა კარნიმ.

მან განმარტა, რომ კანადის საპასუხო ზომები არ იმოქმედებს შეერთებული შტატებიდან სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე, ისევე როგორც მექსიკიდან შესულ ავტომობილებზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოტავა გეგმავს გამოიყენოს 8 მილიარდი კანადური დოლარი (5,6 მილიარდი დოლარი) ახალი ტარიფებიდან კანადის ავტოსექტორის მხარდასაჭერად.

კარნის თქმით, გამოცხადებული ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ შეერთებული შტატები არ მოხსნის ტარიფებს კანადურ მანქანებზე. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ოტავა დაუყოვნებლივ უპასუხებს, თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ახალი ტარიფების დაწესებას კანადაზე.