JPMorgan Chase & Co.-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა 2025 წელს 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა – ინფორმაცია ბანკმა გაავრცელა.

ეს რეკორდული ანაზღაურებაა, რაც დაიმონს 2006 წლიდან, აქტივების მიხედვით აშშ-ის უდიდესი ბანკის JPMorgan-ის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მიუღია. გასული წლის მთლიანი ანაზღაურება მოიცავს 1.5 მილიონი დოლარის ოდენობის საბაზისო ხელფასს და 5 მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ბონუსს, დანარჩენი კი აქციებით არის გადახდილი. 2024 წელს დაიმონმა 39 მილიონი დოლარი მიიღო, საბაზო ხელფასი კი იგივე დარჩა.

JPMorgan-ის წმინდა მოგება 2025 წელს 2%-ით შემცირდა, 57 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ბანკის აქციების ფასი დაახლოებით 34%-ით გაიზარდა.

Forbes-ი დაიმონის მთლიან წმინდა ქონებას დაახლოებით 2.8 მილიარდ დოლარად აფასებს, რომლის უმეტესი ნაწილი JPMorgan-ის აქციებშზე მოდის.

წყარო: Interfax