2025 წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახმა კრიპტოაქტივებიდან დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპების ქონება ამჟამად დაახლოებით 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახმა კრიპტოვალუტა რამდენიმე პროექტიდან გამოიმუშავა. მათ შორისაა World Liberty Financial, რომელიც დეცენტრალიზებული ფინანსური პლატფორმაა საკუთარი ტოკენით და American Bitcoin Corp, რომელიც ბიტკოინის პლატფორმაა. ტრამპებს შემოსავალი მოუტანა მემკოინებმა და ტრამპის სახელთან დაკავშირებულმა სხვა ციფრულმა ტოკენებმა. 

Bloomberg-ის განმარტებით, ოჯახის საინვესტიციო სტრატეგია შეიცვალა და მათ ტრადიციული უძრავი ქონების, ლიცენზირების და ბრენდინგის სფეროდან მაღალი რისკის მქონე ციფრული აქტივებისკენ გადაინაცვლეს.