მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა საფეხბურთო კლუბებმა 2024-2025 წლების სეზონში რეკორდული 12.4 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს,- ამის შესახებ Deloitte Football Money League-ის ბოლო ანგარიშშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, შემოსავლების ანალიზი ცხადყოფს, თუ რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ფეხბურთში სტადიონების მონეტიზაციასა და გლობალურ ბრენდებთან კოლაბორაციას. 

წლიური ანგარიშის 29-ე გამოცემის მიხედვით, ტოპ 20 კლუბის შემოსავალი წლიურად 11%-ით გაიზარდა.

სიაში ზედიზედ მეორე სეზონია ლიდერის პოზიციას ესპანური გრანდი-  "მადრიდის რეალი" იკავებს, რომლის შემოსავლებმაც მიმდინარე წელს მილიარდ ევროს გადააჭარბა; ესპანურმა კლუბმა €594 მილიონი მხოლოდ კომერციული შემოსავლიდან მიიღო -მერჩენდაიზინგისა და სპონსორობის ზრდის შედეგად.

„მატჩის დღის (€2.4 მლრდ), სატელევიზიო (€4.7 მლრდ) და კომერციული (€5.3 მლრდ) შემოსავლები რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ხოლო კომერციული მიმართულება გახდა პირველი შემოსავლის წყარო, რომელმაც €5 მილიარდს გადააჭარბა“, - ნათქვამია Deloitte-ის ანალიზში. წარმატება დაკავშირებულია საცალო გაყიდვების გაუმჯობესებასთან, სპონსორული შემოსავლების ზრდასთან და სტადიონებისა და მიმდებარე სივრცეების არასამატჩო დღეებში გამოყენებასთან.

ბოლო დროა, ევროპული კლუბები საკუთარ მოედნებს გასართონ ცენტრებად გარდაქმნიან, მაშინ როცა საფეხბურთო სეზონი აქტიური არ არის. 

ევროპაში კლუბები თავიანთ  მოედნებს გარდაქმნიან მთელი წლის განმავლობაში მოქმედ გასართობ ცენტრებად სადაც სულ უფრო ხშირად ჩნდება ლუდსახარშები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა ობიექტები.

კლუბები საკუთარ თავს პოზიციონირებენ როგორც ცხოვრების სტილისა და დასვენების ბრენდები, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც სატელევიზიო შემოსავლების ზრდა შენელებულია.

სიაში მეორე ადგილი კიდევ ერთმა ესპანურმა გრანდმა "ბარსელონამ" დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბის საშიანაო არენა- Spotify Camp Nou  გულშემატკივართა მაქსიმალურ რაოდენობას ჯერ კიდევ ვერ იღებს. "ბარსა" 2019–20 წლების შემდეგ პირველად დაბრუნდა მეორე ადგილზე და €975 მილიონი გამოიმუშავა, Deloitte-მა განსაკუთრებულად გამოყო შემოსავლების 27%-იანი ზრდა, რაც ნაწილობრივ სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული PSL-ების დანერგვამ განაპირობა.

ბაიერნი მესამე ადგილზე გადავიდა €861 მილიონი შემოსავლით, სატელევიზიო ბონუსის წყალობით, რომელიც გაფართოებულმა FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა მოიტანა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "პსჟ" კი  მეოთხე ადგილზე დარჩა €837 მილიონით. 

TOP 5-ში ერთადერთი ინგლისური კლუბი "ლივერპულია" €836 მილიონით, "მანჩესტერ სიტი" მეექვსე ადგილზე ჩამოვიდა შემოსავლების მცირე კლების შემდეგ, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" მერვე ადგილზეა, Money League-ის ისტორიაში ყველაზე დაბალ პოზიციაზე, მიუხედავად მატჩის დღის და კომერციული შემოსავლების ზრდისა, რადგან საშინაო მატჩებზე დასწრების დაბალმა მაჩვენებელმა სატელევიზიო შემოსავლებიც შეამცირა.