ჯეიკ სალივანი ჩინეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდება.

საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიზიტის შემდეგ ოფიციალური განცხადებების გაკეთება არ იგეგმება, მაგრამ პეკინში გამართულმა შეხვედრებმა შეიძლება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ბოლო ორმხრივ შეხვედრას საფუძველი ჩაუყაროს.

ჯეიკ სალივანი პეკინში ხუთშაბათამდე, 29 აგვისტომდე დარჩება.

ipn.ge