იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni SpA-მ რუსული Газпром-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო საქმის წარმოება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იტალიაში გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაიწყო.
Eni-ს აღმასრულებელი დირექტორის კლაუდიო დეკალცის თქმით, 29 აპრილის მდგომარეობით, რუსული გაზის ნაკადები იტალიაში თითქმის ნულამდე დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ Газпром-მა მიწოდების შემცირება ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში დაიწყო, წერს Bloomberg-ი.
იტალიურ ენერგეტიკულ გიგანტში აცხადებენ, რომ Газпром экспорт-თან ხელშეკრულებები ძალაში რჩება და „Газпром экспорт-ის მიერ გაზის შემცირებების საქმე არბიტრაჟს ექვემდებარება.
იტალიური კომპანია 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს რუსული გაზი ისეთი ქვეყნების მწარმოებლებით, როგორიცაა ალჟირი, ეგვიპტე, მოზამბიკი, კონგო და კატარი. ცნობისათვის, უკრაინაში ომის დაწყებამდე, იტალია გაზის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებდა.