იტალიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ 20 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა სააგენტოები, რომლებიც პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე ბილეთების გადაყიდვას ახორციელებდნენ.

ასეთი ორგანიზაციები ყიდულობდნენ დიდი რაოდენობით ბილეთებს პოპულარულ ტურისტულ ადგილებში - როგორიცაა რომის კოლიზეუმი - და ყიდიან მათ მოგზაურებს ფასნამატით. ამის გამო ვებგვერდზე ოფიციალური ფასებით ბილეთების შეძენა თითქმის შეუძლებელი იყო.

ორგანიზაციამ – The Cooperative Culture Society, რომელიც აკონტროლებდა ბილეთების გაყიდვას კოლიზეუმში 1997 წლიდან 2024 წლამდე, მიიღო ყველაზე დიდი ჯარიმა - 7 მილიონი ევრო. მიზეზი ბილეთების ავტომატური დაგროვებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარი საექსკურსიო პაკეტებისთვის დაჯავშნა გახდა.

ასევე დაჯარიმდა ექვსი ტუროპერატორი იტალიიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ირლანდიიდან ბილეთების მასობრივი დაჯავშნისთვის ბოტების და სხვა ავტომატიზებული სისტემების გამოყენებისთვის.

წყარო: 34travel.me