ნავთობისა და ოქროს ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა. გაძვირების მიზეზი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა გახდა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა 5%-ით და ბაზარზე დაძაბულობა კვლავ იზრდება. ოქროს ფასმა კი მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეს  1,2%-ით მოიმატა.

ოქროს ფასები იზრდება მოთხოვნის გაზრდის გამო. ეს არის  ინვესტორების  ტრადიციული ქცევა არასტაბილურობის პერიოდებში - ოქრო ფინანსურ „უსაფრთხო თავშესაფრად“ ითვლება. ორშაბათს, 9 ოქტომბერს, დილით, ძვირფასი ლითონი მაშინვე 0,9-1,2%-ით გაძვირდა.

ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში ანალიტიკოსები ოქროს ფასის შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ.

ოქრო, ისევე როგორც ნავთობი, გასულ კვირას  გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალ ფასზე იყო ჩამოსული. თუმცა, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფაქტორმა ეს ტენდენცია შეცვალა.