საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერ-რიადი გმობს ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

საუდის არაბეთის გვირგვინის პრინცმა ხაზი გაუსვა სამხედრო ოპერაციების შეჩერების მნიშვნელობას, რომელიც იწვევს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს.

დაძაბულობის შესამცირებლად მისი ქვეყნის მცდელობებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული, რომელიც ამ შემთხვევაში დაძაბულობის განმუხტვასა და ღაზაზე დაწესებული ბლოკადის მოხსნას გულისხმობს“.

მისი თქმით, საუდის არაბეთი ცდილობს აღადგინოს სტაბილურობა და სამშვიდობო პროცესი, რათა რეალიზებული იყოს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებები და დაუყოვნებლივ მიღწეულ იქნეს გრძელვადიანი მშვიდობა.