ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მე-6 ადგილს იყოფენ. მათი ყოველთვიური ხელფასი 900 000 ევროა.

ინგლისის პრემიერლიგის  მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები:

ერლინგ ჰოლანდი - 2 630 000 ევრო თვეში;

მოჰამედ სალაჰი - 2 000 000 ევრო;

კაზემირო/ვირჯილ ვან დაიკი - 1 750 000 ევრო;

ბრუნუ ფერნანდეში/ბუკაიო საკა - 1 500 000 ევრო.

პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელებია:

პეპ გუარდიოლა (1 920 000 ევრო), მიკელ არტეტა (1 250 000 ევრო) და უნაი ემერი (770 000 ევრო).

ლა ლიგის მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები: 

კილიან მბაპე/ვინისიუს ჟუნიორი - 2 670 000 ევრო

დავიდ ალაბა - 1 880 000 ევრო;

რობერტ ლევანდოვსკი - 1 730 000 ევრო;

ჯუდ ბელინგემი/იან ობლაკი - 1 670 000 ევრო.

ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები:

დიეგო სიმეონე - 2 170 000 ევრო,

ჰანსი ფლიკი - 910 000 ევრო,

ალვარო არბელოა - 580 000 ევრო.

ბუნდესლიგის მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები: 

ჰარი კეინი/ჯამალ მუსიალა - 2 100 000 ევრო,

მანუელ ნოიერი - 1 750 000 ევრო,

იოზუა კიმიხი/დაიო უპამეკანო - 1 660 000 ევრო.

ბუნდესლიგის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები:

ვენსან კომპანი - 1 000 000 ევრო,

ნიკო კოვაჩი/კასპერ იულმანი - 330 000 ევრო.

სერია A-ს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები: 

დუშან ვლაჰოვიჩი - 1 850 000 ევრო,

ლაუტარო მარტინესი - 1 390 000 ევრო,

პაულო დიბალა - 1 080 000 ევრო,

ნიკოლო ბარელა - 1 000 000 ევრო,

ჰაკან ჩალჰანოღლუ/ჯონათან დევიდი/კევინ დე ბრუინი - 930 000 ევრო.

სერია A-ს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები: 

ანტონიო კონტე - 1 300 000 ევრო,

მასიმილიანო ალეგრი/ჯან პიერო გასპერინი - 800 000 ევრო.

საფრანგეთის ლიგა 1ი-ის მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

უსმან დემბელე - 1 500 000 ევრო,

მარკინოსი - 1 120 000 ევრო,

აშრაფ ჰაკიმი/ლუკა ერნანდესი - 1 100 000 ევრო,

უორენ ზაირ-ემერი - 950 000 ევრო.

საფრანგეთის ლიგა 1ი-ის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები:

ლუის ენრიკე - 1 000 000 ევრო,

პაულო ფონსეკა - 350 000 ევრო,

ჰაბიბ ბეიე - 230 000 ევრო.