საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი რომელიც ითვლებოდა ევროპის განახლების მთავარ იდეოლოგად და ლიდერად, რომელსაც შეეძლო სიცოცხლე შთაებერა იდეისთვის ევროკავშირიშის „სტრატეგიული ავტონომია“, უფრო ფრთხილი გახდა – ამის შესახებ POLITICO დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შორის ათ წყაროსთან საუბრის შემდეგ წერს.
„ეს მაკრონი მთლიანად შიდა საკითხებითაა გატაცებული. ის უკვე აღარ არის ევროპის ის ჩემპიონი, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდით“, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
მაკრონის ამბიციებს საფრანგეთში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი, ხოლო მის გავლენას საკადრო ცვლილებების სერია აფერხებს. პრეზიდენტმა ორ წელზე ნაკლებ დროში ხუთი პრემიერ-მინისტრი შეცვალა. დიპლომატების განმარტებით, ასეთი არასტაბილურობა ხელს უშლის პარიზს ევროკავშირის დღის წესრიგის განსაზღვრაში, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში, ასევე მინისტრების პოზიციების კოორდინაციაში.