ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი აბდოლრაჰიმ მუსავი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გასული წლის ივნისში 12-დღიანი კონფლიქტის დროს მისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ ხელმძღვანელობდა, შაბათის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ლიკვიდირებულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც.

მანამდე ირანმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის : ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის გარდაცვალება დაადასტურა.

www.interpressnews.ge