საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ნაღდი ფულის სახით, ე.წ. ქეშად 68 000 დოლარს ინახავს. ამის შესახებ მან 2025 წლის 30 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, საჯარო კი რამდენიმე დღეა გახდა.
ამონარიდი თინათინ რუხაძის დეკლარაციიდან
უძრავი ქონება
რუხაძე თბილისში ფლობს ორ ბინას:
- ვაჟა ფშაველას გამზირზე 83 კვ/მ ბინა შეძენილია 2010 წელს 100 000 ლარად;
- ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე 135 კვ/მ ბინა შეძენილია 2024 წელს 300 000 დოლარად.
- *2024 წელს მან 200 000 დოლარად გაყიდა ბინა.
ამონარიდი თინათინ რუხაძის დეკლარაციიდან
მოძრავი ქონება
რუხაძე ფლობს ძვირადღირებულ მოძრავ ნივთებს: სამკაულებს, ავეჯსა და ჩანთებს. მათ შორის ერთ-ერთი ჩანთა, რომლის ღირებულებაც 8100 ევროა, მინისტრად დანიშვნის წინა დღეს - 17 ოქტომბერს შეიძინა.
გარდა ამისა, მას ეკუთვნის:
- მისაღები ოთახის გარნიტური - 2029 წელს შეიძინა 2800 დოლარად;
- ოქროს ყელსაბამი - 2023 წელს შეიძინა 2500 ევროდ;
- მემკვიდრეობით მიიღო ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვილით - თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება;
- ჩანთა - 2024 წელს იყიდა 5995 ევროდ.
ამონარიდი თინათინ რუხაძის დეკლარაციიდან
ხელფასი
მინისტრად დანიშვნადმდე თინათინ რუხაძე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო. 2024 წელს მან იქიდან 35 700 ლარი აიღო. თუმცა მისი მთავარი შემოსავლის წყარო კერძო ბიხნესი იყო:
- შპს თიხარტში მრჩევლად მუშაობით 150 000 ლარი გამოიმუშავა;
- ბიზნეს კონსალტინგ კომპანიში კონსულტანტად მუშაობით კი 122 500 ლარი.
- 2024 წელს მას ხელფასი დაერიცხა კულტურის სამინისტროდანაც (16 150 ლარი) და ასევე ჰონორარი ჟიურის წერვობისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან (504 ლარი).
ამონარიდი თინათინ რუხაძის დეკლარაციიდან
დანაზოგი
2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, მას ანაბარზე ჰქონდა 130 000 დოლარი. ჯამში კი რამდენიმე ათასი დოლარი, ევრო და ლარი სხვადასხვა ანგარიშებზე.
ამონარიდი თინათინ რუხაძის დეკლარაციიდან
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასები კიდევ ერთხელ გაიზარდა. პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 1400 ლარით გაეზარდათ და 16 000 ლარი გაუხდათ, მინისტრებს 1190 ლარით გაეზარდათ და 13 600 ლარი გაუხდათ.