აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, განიხილავს, ირანთან შეთანხმების მიღწევას შეეცადოს თუ უფრო მკაცრი მიდგომა აირჩიოს.

„ახლა ჩემი შეკითხვაა: ირანთან შეთანხმებას მივაღწიო თუ საბოლოოდ გავანადგუროისინი? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაწუხებს. შევუთანხმდე თუ გავანადგურო? გახსოვდეთ, ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ისინი ვერაფერს იღებენ, ჩვენ კი ყველაფერს ვიღებთ. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. The Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, რომ დღეს ჰორმუზის სრუტის გავლით უფრო მეტ ბიზნესსაქმიანობას ვახორციელებთ, ვიდრე ომის დაწყებამდე ვახორციელებდით“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge