ირანში სასულიერო პირებისგან შემდგარმა ორგანომ, რომელიც ქვეყნის უზენაეს ლიდერს ირჩევს, გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის სახელი ჯერ არ გამოცხადებულა.

„ლიდერის დანიშვნის შესახებ კენჭისყრა ჩატარდა და ლიდერი არჩეულია“, - განაცხადა ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აჰმად ალამოლჰოდამ.

მისი თქმით, სახელი მოგვიანებით გამოცხადდება.

www.interpressnews.ge