რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС და ირანული სამთავრობო მედია IRNA News ავრცელებს.

სამთავრობო მედიების ცნობით, ხელმოწერის ღონისძიება კრემლში ჩატარდა.

მედიის ცნობით, შეთანხმება ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სასოფლო მეურნეობას, ტერორიზმთან ბრძოლას, კულტურას, მეცნიერებსა და ტექნოლოგიას.