"ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გახსნილია და მზადაა სრული მიმოსვლისთვის. მადლობა!" – წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ძირითადი საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია“, - წერს ტრამპი.