ათი წლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები კვლევა ამოქმედდა. საქმე ეხება სანქციებს, რომელთა მოქმედებაც 2015 წელს შეჩერდა, როდესაც ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თეირანმა პირობა დადო, რომ საკუთარი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს უზრუნველყოფდა.
შეთანხმების მიხედვით, ირანმა უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე, ურანის გამდიდრებაზე და ამ პირობის კონტროლის მიზნით ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას დათანხმდა.
ბირთვული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს გაერო-ს სანქციების განახლებას, თუ თეირანის მხრიდან არსებითი დარღვევები გამოვლინდა.
ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან ირანის მიმართ საჩივრის შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენება არ აქვთ.
რუსეთი და ჩინეთი შეეცადა, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების განახლებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა მათ მიერ წარდგენილმა რეზოლუციამ უშიშროების საბჭოში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.