ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.