ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში გამართულ ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა. მათ შორის სამი ევროპელია. ამის შესახებ reuters-ი ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, „სატანისტურ შეკრებაზე“ მონაწილეები სატანიზმის სიმბოლოიანი ტანისამოსითა და აქსესუარებით იყვნენ წარმოდგენილი.

ასევე აღმოჩენილია ალკოჰოლი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები.