მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, თელ-ავივში არიან მსუბუქად დაშავებულები.

მათი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

ცნობილია, რომ რაკეტები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა, სადაც სამაშველო ეკიპაჟები ტერიტორიის დათვალიერებას აწარმოებენ. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა გარკვეული შენობებიც

1tv.ge