ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, სიკვდილით დაისჯება ყველა მომიტინგე, რომელმაც ქონება დააზიანა და ძირი გამოუთხარა ქვეყნის უსაფრთხოებას. მისივე თქმით, ასეთივე ბედი ელოდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.

მოჰამად მოვაჰედი აზადის განცხადებით, პროტესტის ყველა მონაწილეს წაუყენებენ ბრალს, როგორც „ღვთის მტრებს“.

მოვაჰედი აზადმა განაცხადა, რომ ეს ეხება „მეამბოხეებსა და ტერორისტებს“, რომლებმაც დააზიანეს ქონება და ძირი გამოუთხარეს უსაფრთხოებას, ასევე მათ, ვინც მათ დაეხმარა.

მისივე თქმით, პროკურორებმა არ უნდა გამოიჩინონ რაიმე სახით „თანაგრძნობა ან შემწყნარებლობა“.

1tv.ge