აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az-ის ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბაზირებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. რაკეტის ნამსხვრევები დაეცა გაზიანთეფის პროვინციის დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ინციდენტის შედეგად ადამიანური მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ დაფიქსირებულა.
თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა: „თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის გასანეიტრალებლად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება მტკიცედ და უყოყმანოდ. შევახსენებთ, რომ თურქეთის უსაფრთხოების დაცვა ყველა მხარის ინტერესებშია“.