ირანელი მომიტინგე ერფან სოლტანი, რომლის სიკვდილით დასჯა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ დროებით შეჩერდა, პატიმრობაში ყოფნისას ცემით მოკლეს. ამის შესახებ ამოცემა i24NEWS იუწყება.

სოლტანი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა დემონსტრანტთაგანი იყო, რომელსაც ირანის სასამართლომ „ღვთის წინააღმდეგ ომის“ ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მისი საქმე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social საჯაროდ ახსენა სოლტანის სახელი და ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მისი და სხვა მომიტინგეების სიკვდილით დასჯას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.

ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სოლტანის სიკვდილით დასჯა შეაჩერა. თუმცა, როგორც ახლა იუწყებიან, ოფიციალური დასჯის შეჩერების მიუხედავად, იგი ციხეში ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

ირანის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

tvpirveli.ge