Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის შემდეგ ინდოეთმა აშშ-სგან იარაღის შეძენის გეგმა შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემასთან ინდოეთის ხელისუფლების სამმა წარმომადგენელმა ისაუბრა.

აღნიშნული პირების მიხედვით, მომდევნო ერთი თვეში ინდოეთის თავდაცვმის მინისტრი, რაჯნათ სინგი ვაშინგტონში ვიზიტს და ამერიკული იარაღის შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა, მიმდიანრე დაძაბულობის ფონზე ვიზიტი გაუქმდა.

6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.

ინდოეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – წერს ტრამპი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარინდა მოდი აშშ-ს მიერ ინდოეთის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ინდოეთი კომპრომისზე არ წავა და მზად არის, ამისთვის ფასი გადაიხადოს.

"ჩვენთვის, ჩვენი ფერმერების ინტერესები უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ინდოეთი მისი ფერმერებისა და მეთევზეების ხარჯზე არასდროს წავა კომპრომისზე. ვიცი, რომ ჩვენ დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ამისთვის და მე ამისთვის მზად ვარ. ინდოეთი ამისთვის მზად არის" – თქვა მოდიმ.

tabula.ge