იმედია, რაც შეიძლება მალე გავხსნით ზანგეზურის დერეფანს და ნახიჩევანის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაცია გვექნება ჩვენს მეგობარ და მოძმე აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი რეგიონი მშვიდობისა და კეთილდღეობის აუზად შეგვიძლია, გადავაქციოთ ერთობლივი პროექტებით, რაც მოიცავს ჩვენ მეზობელ ირანს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, დერეფნის გახსნა თურქეთისთვის სტრატეგიული საკითხია, ის ანკარასა და ბაქოს შორის კავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, ერდოღანი მიესალმა აზერბაიჯანის არმიის ჰუმანიტარულ დამოკიდებულებას ყარაბაღში მცხოვრები სომხების მიმართ.
„მიუხედავად ტანჯვის და ჩაგვრისა, რომელსაც აზერბაიჯანი განიცდიდა 30 წლის განმავლობაში, მიღებული იყო ყველა საჭირო ზომა, რათა არ დაზარალებულიყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. თურქეთი არ ყოყმანობს, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდებიან, რათა განიხილონ ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულება.