პოლონეთის პრემიერ მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ თურქეთს ევროკავშირში იხილავდა. ამის შესახებ ტუსკმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი მუდმივად უჭერდა მხარს თურქეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს.

„იმედი გვაქვს, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალისტური და ხელშესახები გახდება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თურქეთს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა ევროკავშირისთვის თურქეთის სტრატეგიული როლის მნიშვნელობაზე.

„ხშირად განვიხილავთ კოლეგებთან ჩვენს სურვილს, განვავითაროთ ევროკავშირთან თანამშრომლობა ურთიერთსარგებლისა და პატივისცემის საფუძველზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

1tv.ge