ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, ისინი აგებენ, ხუთი ათასიდან შვიდი ათასამდე ადამიანი კვდება უმიზეზოდ“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი ომი დაასრულა, რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მარტივი ეგონა.

„ვფიქრობდი, რომ ეს ომი ყველაზე მარტივი დასასრულებელი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმედგაცრუებული ვარ მისით, მაგრამ კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობდი, რომ ეს ომი ყველაზე მარტივი დასასრულებელი იქნებოდა, თუმცა მაინც დავასრულებთ“, – თქვა ტრამპმა.