The Washington Post-თან ინტერვიუში ილონ მასკის ბიოგრაფმა, ვოლტერ ისააკსონმა თქვა, რომ მასკმა Starlink-ის სისტემის ნაწილი პენტაგონს მიჰყიდა.
ილონ მასკის ბიოგრაფის, ვოლტერ ისააკსონის თქმით, ამერიკელი ბიზნესმენის მიზანი იყო Starlink-ით ხალხს მეტი სიამოვნება მიეღო, დაესვენათ და ეთამაშათ ვიდეო თამაშები. მას არ სურდა რაღაც ისეთის შექმნა, რაც ბირთვულ ომს გამოიწვევდა.
ისააკსონი მასკის ნაბიჯს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სწორია პენტაგონისთვის Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების სისტემის ნაწილის მიყიდვა.