მილიარდერმა ილონ მასკმა მედია და გასართობი ინდუსტრიის კომპანია Skydance-ში დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Semafor-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ინვესტიცია განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც კომპანიაში კაპიტალი სხვა ინვესტორებმაც, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლორენ პაუელ ჯობსმა, დააბანდეს. დამატებითი ფინანსური რესურსები Skydance-ს ხარჯების შემცირებისა და აქციების ფასის გამყარების მცდელობის ფონზე სჭირდება.
Skydance-მა ოქტომბერში Warner Bros. Discovery-ის 110 მლრდ დოლარად შესყიდვა დაასრულა. გაერთიანებული კომპანია ფლობს ისეთ მნიშვნელოვან მედიაბრენდებს, როგორებიცაა CNN, CBS, HBO და Paramount+. მასკის ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.