შვედური საცალო მოვაჭრე, IKEA უკრაინაში ბრუნდება და ამ მიზნით ტექნიკურ-მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო, EP ბაზრის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უკრაინაში მუშაობის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

IKEA-მ უკრაინაში 2020 წელს ჯერ ონლაინ გაყიდვები ჩაუშვა, ხოლო 2021 წელს პირველი ფიზიკური მაღაზია კიევის სავაჭრო ცენტრ Blockbuster Mall-ში, მეორე სართულზე გახსნა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედურ საცალო მოვაჭრეს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ როდის დაბრუნდებოდა უკრაინაში და პოტენციურ საოპერაციო საქმიანობაზე არსებული ვითარების გავლენას სწავლობდა.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო IKEA-ს, H&M-ის, Zara-ს და სხვა ბრენდების უკრაინაში დაბრუნებაზე მუშაობდა.

მიმდინარე წლის 3 აპრილს ესპანურმა მოდის ჯგუფმა, Inditex-მა უკრაინაში თავისი ბრენდების პირველი 20 მაღაზიის მუშაობა განაახლა. Inditex-ის დაბრუნებამ, რომელიც Zara-ს, Bershka-ს, Pull&Bear-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელია, კიევის სავაჭრო ცენტრებში დასწრება 20%-ით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მეტადაც გაზარდა.

bpn.ge