Google Translate-ს აფხაზური ენა დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ abkhazworld.com ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია, დაარღვიონ ენობრივი ბარიერები და თარგმანი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ცნობილია, რომ აფხაზურთან ერთად Google Translate-ს ჩეჩნური და ოსური ენებიც დაემატა. ჯამში სულ 110 ახალი ენა, რომელთა შორის ყველაზე მეტად აფრიკულ ენებს წარმოადგენს. Google-ში აცხადებენ, რომ ახალი ენები წარმოადგენს 614 მლნ-ზე მეტ ადამიანს ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 8%-ს.

ამ დროისთვის აფხაზური translate.google.com-ზე არის ხელმისაწვდომი, ხოლო უახლოეს მომავალში ის Google Translate აპზეც გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სერვისის ისტორიაში ეს ყველაზე დიდ გაფართოებაა.

bpn.ge