შეერთებული შტატები უკრაინას 150 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ახალი დახმარების პაკეტი, კერძოდ, მოიცავს HAWK საჰაერო თავდაცვის გადამტაცსა და 155 მმ საარტილერიო დანადგარის საბრძოლო მასალას. Reuters-ი ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე მითითებით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, კიევში თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურად ორშაბათს გამოცხადდება.
ვაშინგტონი დადებითად უპასუხებს კიევის მოთხოვნებს საჰაერო თავდაცვის მხრივ მეტი მხარდაჭერის შესახებ, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე.

  • აშშ-მა საზენიტო გადამტაც HAWK-ის გაგზავნა უკრაინაში 2022 წელს დაიწყო, ხელის გადამტან საზენიტო-სარაკეტო სისტემა "სტინგერზე" დამატებით.
  • MIM-23 HAWK საჰაერო თავდაცვის გადამტაცის მოდელი 1950-იან წლებში შეიქმნა და მრავალი წლის განმავლობაში განიცადა მოდერნიზება სარაკეტო თავდასხმების მოგერიების მიზნით.
  • პენტაგონის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა ექსპორტირებულია 10-ზე მეტ ქვეყანაში.
  • შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2022 წლიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია

radiotavisupleba.ge