ბოლო 15 წლის განმავლობაში, ელექტრო მანქანების წარმოებაში, ჩინეთმა სულ მცირე 230 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ SilkBridge სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიზზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დამატებითი ტარიფები დააწესა 38%-მდე ჩინურ ელექტრომობილებზე და ჩინეთი არასამართლიანი სუბსიდიების გამოყენებაში დაადანაშაულა.
პრეფერენციები მოიცავს ინფრასტრუქტურის სუბსიდიებს, საგადასახადო შეღავათებს და ფასდაკლებებს. CSIS აღნიშნავს, რომ 230 მილიარდი აშშ დოლარის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, არ შემცირებული მაჩვენებელია, რადგან ის არ მოიცავს რეგიონულ სუბსიდიებს და ბატარეის წარმოებას.
ჩინეთი ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარია, რომელიც 2023 წელს გლობალური გაყიდვების 60%-ს შეადგენს. ყველაზე ძლიერმა ჩინურმა კომპანიებმა, როგორიცაა BYD, უკვე გააცნეს თავი მსოფლიოს და დროებით Tesla-საც კი აჯობეს წარმოების თვალსაზრისით.
CSIS აღნიშნავს, რომ მთავრობის მხარდაჭერა ჩინეთის ელექტრომობილების ბაზრისთვის დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა 2017 წლიდან 2020 წლამდე და 2022 და 2023 წლებში $45 მილიარდს მიაღწია. მაგალითად, ბატარეების მწარმოებელმა CATL-მა 809 მილიონი დოლარის სახელმწიფო სუბსიდიები მიიღო გასულ წელს, რაც 2-ჯერ მეტია ვიდრე 2022 წლის სუბსიდიებზე.