რუსული კომპანია „ლუკოილის“ თანადამფუძნებელმა ლეონიდ ფედუნმა 30 წლის შემდეგ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თავისი წილი გაყიდა, იტყობინება Reuters - ი საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული კომპანია ოქტომბერში დასავლეთის სანქციებმა „სერიოზულად დააზარალა“ და მას შემდეგ უცხოური აქტივების გაყიდვა დაიწყო.
უკრაინაში დაბადებული ფედუნი ამჟამად მონაკოში ცხოვრობს და ქვეყნის რეზიდენტია. ორი წყაროს ცნობით, მან თავისი წილი, რომელიც დაახლოებით 10%-ს შეადგენს, 2025 წლის დასაწყისში ლუკოილს უკან მიჰყიდა. ამით მან „ჩუმად მოიშორა“ რუსეთში არსებული აქტივები, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.