საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კომპანიებს 782 035 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. წლიურად გაცემული პაკეტების რაოდენობა 31 855 -ით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი.