,,გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა, საქართველოს ახლანდელი კურსით არ არსებობს გაწევრიანებისჯენ სიცოცხლისუნარიანი გზა საქართველოსთვის",- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

ფიშერის განცხადებით, გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, რომ საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან და ეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა.

,,

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა, საქართველოს ახლანდელი კურსით არ არსებობს გაწევრიანებისჯენ სიცოცხლისუნარიანი გზა საქართველოსთვის.

კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების შესახებ ანგარიში, რაც კი რომელიმე ქვეყანას ჰქონია.

თუ შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფულია შენთვის.

მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით, მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში ინტერნეტში, ნახეთ ევროკომისია, 4 ნოემბერი.

გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ ვეთანხმებით მას, საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა, თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ რა მოხდა იმ ერთ წელში, თუკი ვამბობ, ტომ გერმანია იწონებს ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ფაილი დახურულია არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით.

არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში, დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი, ველი, რომ ეს მოხდება, დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია",- აღნიშნა პეტერ ფიშერმა.