ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი, ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს აქვს თანამშრომლობა საქართველოსთან, რისი საშუალებითაც ხდება თუნდაც არსებულ მდგომარეობაზე წუხილის გამოთქმა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავისთავად ემსახურება მიზანს ახლა იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა. მოდით, ასევე ჰოლისტურადშევხედოთ მთელ ამ საკითხს, რადგან არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ ასევე იმას, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ასევე იმის წყალობით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ასე რომ, მე ასევე შევხედავდი საქართველოს მთელი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში“, – განაცხადა რუტემ.