შვედური IKEA ევროპაში ასობით პროდუქტზე ფასებს შეამცირებს, რათა მისი საქონელი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ მყიდველებისთვის, რომლებიც ცხოვრების ხარჯების ზრდას აწყდებიან.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფასების შემცირებასთან დაკავშირებით IKEA-ს ხარჯები ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით იქნება. „ეს ინვესტიციები არ არის ერთჯერადი ან მოკლევადიანი ღონისძიება. მათი მიზანია, IKEA-ს პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ, თუნდაც ეს ჩვენი მოგების შემცირებას ნიშნავდეს“, - განაცხადა ხუვენსიო მაესტუმ, Ingka Group-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მსოფლიოში IKEA-ს მაღაზიების უმეტესობის მფლობელი და ოპერატორია.
1 სექტემბრიდან ფასები 15-25%-ით შემცირდება პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, მათ შორის IKEA-ს პოპულარულ სათავსოებზე, სკამებსა და დივნებზე. პროდუქტების შერჩევა და ფასების შემცირების მასშტაბი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, გერმანიაში ფასების შემცირება 1500-ზე მეტ პროდუქტს შეეხება, საშუალოდ 20%-ით, ხოლო იტალიაში ფასები საშუალოდ 22%-ით შემცირდება.
„ინგკა ჯგუფი“ ასევე 70 მილიონ ევროს დახარჯავს აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფასების შესაკავებლად.