იანვარში რუსეთის ნავთობისა და გაზის საბიუჯეტო შემოსავლები შესაძლოა 46%-ით შემცირდეს, - ამის შესახებ Reuters წერს.
წლის პირველ თვეში შემოსავლები დაახლოებით 420 მილიარდ რუბლამდე (5,41 მლრდ დოლარი) არის შეფასებული, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის აგვისტოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდიდან.
დეკემბერში საგადასახადო მიზნებისთვის რუსეთის ნავთობის რუბლში გამოხატული ფასი წლიურად 53%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 3073 რუბლი შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით რუბლის 30,6%-იანი გამყარების ფონზე მოხდა.